რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას, პირველი თხოვნისთანავე აღმოუჩენს, –ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის სამინისტრის სტრატეგიული სამმართველოს ცენტრში გამართულ თათბირზე განაცხადა.
ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ მას რუსეთის ლიდერთან ბელარუსში შექმნილ სიტუაციაზე ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და გაკვირვებულიც კი დარჩა, თუ რამდენად ჩახედულია ვლადიმირ პუტინი მიმდინარე მოვლენებში. ამასთან ერთად, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსს არანაირი შუამავლები არ სჭირდება. მისივე თქმით, ბელარუსის ხელისუფლებას შუამავლობას ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და უკრაინა სთავაზობდნენ.