ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, ეს გუშინ გვიან ღამით მოხდა, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ავტომანქანაში ჩასვეს. ელისაშვილის თქმით, სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და ერთი ნეკნი აქვს გატეხილი.
ელისაშვილი აპირებს მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს მოკვლევა ძალის გადამეტების ფაქტზე.