პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისთან ბრიფინგი გამართა. ელისაშვილის თქმით, უკვე ორი თვე გავიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მასზე განხორციელებული თავდასხმიდან, თუმცა ამ დრომდე არანაირი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არ გადადგმულა.
ელისაშვილის განმარტებით, მას ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსიც. მისი შეფასებით, ქვეყანას სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს.