საქართველოს პარლამენტში ვეტერანთა კოდექსზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. ოპოზიციონერი დეპუტატი ოპოზიციას და უმრავლესობას საკითხზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. ელისაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამ ჯგუფმა უნდა იმუშაოს ვეტერანებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ერთიან ჩარჩოში მოქცევაზე, ვეტერანთა უფლებების დაცვასა და ღირსეულ მხარდაჭერაზე.