ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეების“ თბილისის საკრებულოს კანდიდატების პრეზენტაცია
ალეკო ელისაშვილმა საკუთარი პარტიის თბილისის საკრებულოს კანდიდატები წარადგინა. „მოქალაქეების“ სახელით, მანდატის მოსაპოვებლად თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოლებენ: ფატი ბარჯაძე, გიორგი რეხვიაშვილი, თინა გუგუნავა, ნინო ჩარკვიანი, ვატო კირვალიძე. პრეზენტაციის მსვლელობისას, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ აღნიშნული გუნდი პირველ რიგში იზრუნებს გამწვანების, ტრანსპორტისა და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების პრობლემების მოგვარებაზე.