კიდევ ერთი გადაჯგუფება ოპოზიციურ ფლანგზე. ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძესა და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ალიანსს უერთდება. „მოქალაქეების“ ლიდერი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, სოცქსელში წერს, რომ ახლა შერიგებისა და წყენაზე მაღლა დგომის დროა. ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს მამუკა ხაზარაძეც. მმართველი გუნდი კი ამ პოლიტიკოსებს ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ახსენებს.
თათია მაყაშვილი დეტალებით.