დროებითი ზავი დასრულდა, ღაზის სექტორში ისევ ცეცხლი გაიხსნა.
ზავის შეწყვეტაში ისრაელი და „ჰამასი“ ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებების განსაახლებლად დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდება. კატარი და ეგვიპტე შეთანხმების ხელახლა მიღწევას ცდილობენ. შვიდდღიანი ზავის შედეგად მძევლების მხოლოდ ნაწილი გათავისუფლდა, 140-მდე მოქალაქე კვლავ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება. საბრძოლო მოქმედებების განახლებისთანავე ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც შეჩერდა. დილიდან ანკლავში აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. თავდასხმების სამიზნე გახდა ისრაელიც.