უკიდურესად გამწვავებული ვითარება ახლო აღმოსავლეთში – რეგიონი საომარი არეალის გაფართოების ზღვარზეა.
რეგიონის ქვეყნები შიშობენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში და ახლა უკვე ლიბანში დიდ ომში შეიძლება გადაიზარდოს. ლიბანზე ინტენსიური საჰაერო იერიშები არ წყდება. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. პარალელურად, ისრაელის არმიის გენშტაბი „ჰეზბოლას“ წინაღმდეგ სახმელეთო ოპერაციის მზადებას აანონსებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვას ქვეყანაში 569 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით პირი კი დევნილად იქცა. ისრაელი მთავარ ამოცანად ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიბანის სასაზღვრო მონაკვეთებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას აცხადებს.