ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში. განახლებული ინფრასტრუქტურა განათლების მინისტრმა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა. შენობა, 250-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი. სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ სამ მილიონ ლარამდე შეადგინა.