ახალი წლის დღეებში, თბილისში, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 172 შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი წლის პირველი ორი დღის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების 172 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, 172 გამოძახებიდან 115 შემთხვევაში, მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია იყო, მათგან 32 პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა, კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომების გამო, სასწრაფო დახმარება დედაქალაქში 57-ჯერ გამოიძახეს, მათგან 7 პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო შარშანაც.