წყნარი ოკეანის კუნძულ ტონგადან ამავე ოკეანის კუნძულ ბეიკერამდე… ეს ახალი წლის 24-საათიანი გზაა, რომელსაც დედამიწის ქალაქები ფერადი განათებით ეგებებიან. მძიმე წლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სურვილი, რომელიც 2018 წლის დადგომისას დედამიწის მოსახლეობამ ჩაუთქვა, მშვიდობაა. სწორედ მშვიდობაზე იქადაგა ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპმა.
როგორ შეხვდნენ ახალ წელს დასავლეთსა და აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.