ახალი ტერმინალის მშენებლობა

აჭარაში 20 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო პროექტი იგეგმება. საუბარია ახალ ტერმინალზე, რომლის მშენებლობის შედეგად ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზრდება.

პროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც მოსალოდნელ ეკოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებენ., თუმცა მათ მიერ დასახელებულ საფრთხეებს თავად ინვესტორი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამორიცხავენ.

პროექტში ამერიკული კომპანია მონაწილეობს, რომელსაც ამ სფეროში 54-წლიანი გამოცდილება აქვს.