ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის
ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ვორქშოპი ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის. ღონისძიების ფარგლებში ცნობილმა იტალიელმა მეცნიერებმა ქართველებს ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ვორქშოპის თემაა „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება, საზოგადოების ჩართვა და წარსულის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ვორქშოპი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე იტალიის მეცნიერების დღის ფარგლებში ჩატარდა.