პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს ბიზნესის დაწყებაში ეხმარება.
მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში უკვე 70-მდე სტარტაპერი შეარჩიეს. დამწყები ბიზნესმენები ახლა საკუთარი იდეების რეალობად ქცევისთვის ემზადებიან, რისთვისაც სახელმწიფოსგან პროექტისთვის საჭირო თანხის 40%-ს მიიღებენ. ბიზნეს-გეგმის სათანადოდ დასაბუთების გარდა თანადაფინანსების მოსაპოვებლად ასაკობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაცაა საჭირო. ქალების შემთხვევაში ზედა ზღვარი 40-ს, მამაკაცების შემთხვევაში კი 35-ს შეადგენს.
„მოამბე“ დღეს რამდენიმე სტარტაპერს შეხვდა. მათი პროექტები საქართველოსთვის ინოვაციურია.