„ახალი თეატრის“ გახსნა

მუსიკისა და დრამის თეატრი დღეიდან განახლებული სახელით -„ახალი თეატრი“ ახალ მისამართზე, აღმაშენებლის 127 ნომერში განაგრძობს ფუნქციონირებას. უკვე დასრულდა შენობის რეკონსტრუქცია და რემონტი, რის შემდეგადაც, ქართულ თეატრალურ სივრცეს შეემატა მაყურებლისთვის მიმზიდველი და საინტერესო, ევროპული სტანდარტების მოთხოვნით აღჭურვილი მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი. ასევე შენობაში მოეწყო სრულიად უზრუნველყოფილი სხვადასხვა სივრცე, სადაც საზოგადოება, ცნობილი და დამწყები ხელოვანების ნამუშევრების გაცნობას შეძლებს.

მოამბე