კახა კალაძემ ორთაჭალაში, გრიშაშვილის ქუჩაზე განახლებული სკვერი დაათვალიერა. სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდა, ასევე განთავსდა საპარკე სკამები. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, სკვერს იოსებ გრიშაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებაზე თეატრალური სანახაობა წარმოადგინეს. სკვერის მოსაწყობად 317 000 ლარი დაიხარჯა.