საქართველოს ფუტსალის ლიგა 2, ლიგა 3 და ახალგაზრდული ლიგა იწყება.
ახალი სეზონის კენჭისყრაზე გუნდებს სატურნირო ცხრილში პირობითი ნომრები მიენიჭათ და პირველი ტურის წყვილები გამოვლინდნენ. თითოეულ ლიგაში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რეგულარულ სეზონში ისინი ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შედეგადაც, მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდება. წყვილში გამარჯვებულები ნახევარფინალში იასპარეზებენ. პლეი-ოფის მატჩები ორ მოგებამდე გაგრძელდება. ფინალში გუნდები ერთმანეთს სამ მოგებამდე დაუპირისპირდებიან. ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ლიგა 3-ის ჩემპიონი კი მეორე ლიგაში კვალიფიცირდება.
შეხვედრები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.