ახალი სეზონი ახალი ფორმატით - როგორი იქნება „მოამბე“ 21 საათზე

ახალი ფორმატი, ახალი დრო, ახალი თანაწამყვანები და განახლებული ფორმატი. დღეიდან მოამბის მთავარი გამოშვება 21 საათზე გავა პირდაპირ ეთერში.

პირველი არხი ახალ სეზონს იწყებს. მაყურებელს ელოდება ამომწურავი ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვან ახალ და მიმდინარე ამბებზე. რეპორტაჟები, რომელშიც ყველა საკითხი, ყველა შესაძლო კუთხით იქნება გაშლილი.

პირველი არხის სამაუწყებლო ბადეს ემატება ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემებიც. უკვე ამოქმედდა პირველი არხის ახალი ვებგვერდი 1tv.ge, რომელზეც ინფორმაციის მიღება 7 ენაზეა შესაძლებელი. გვერდი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოთხოვნილებებზე.

როგორი იქნება ახალი მოამბე 21 საათზე? – თამთა სანიკიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.