ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ცენტრში ამჟამად 7 მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა. შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში მაღალია ცხელი წყლით და საჭმლით მიღებული დაზიანებები, ამასთანავე ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით იზრდება პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებების მიღების რისკი.