თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის სტუმრები ათეულობით ჰექტარზე განთავსებული მუზეუმის დათვალიერებას ღია ელექტრომობილებით შეძლებენ.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმს ხუთი ახალი ელექტრომობილი გადაეცა, ხოლო მუზეუმის დაცვის პოლიციისთვის ახალი მოპედები შეიძინეს. მუზეუმს ახალი სერვისი – ღია ელექტრომობილების ტური დაემატა. თითოეული ღია ელექტრომობილით შესაძლებელია ექვსი-რვა ადამიანის გადაყვანა. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების ტური მოიცავს იმ ბილიკებსაც, რომელიც პირველი მარტიდან, მასშტაბური სანიტარული ჭრის შედეგად გაიწმინდა. მნახველები წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდნენ ამ ბილიკებით და შესაბამისად, მუზეუმის მნიშვნელოვანი ნაწილის დათვალიერებას ვერ ახერხებდნენ. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ელექტრომობილების მომსახურება მხოლოდ მშრალ ამინდში იქნება შესაძლებელი, გაზაფხულიდან კი ტურები უფრო ინტენსიური გახდება.