ახალი საწარმო ნიგვზიანში

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მდებარე დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

საწარმო სახელმწიფო პროგრამის, „სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში, 59 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 24 ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს მომავალში საწარმოს გაფართოება იგეგმება, რაც დამატებით რვა ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.