ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს უნივერსიტეტმა 6 200-მდე ახალგაზრდა მიიღო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. უნივერსიტეტის რექტორი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს დილიდან შეხვდა.