საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო – 50 ათასზე მეტი პირველკლასელისთვის დაირეკა პირველი ზარი. სიახლეა, ის რომ პატარები, რომლებსაც ექვსი წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ, სწავლის ნება მიეცათ.
მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დახვდათ სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს კი პორტაბელური კომპიუტერები დაურიგდათ. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრმა მიულოცა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.