პანდემიის გამო დახურული სკოლები, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, 15 სექტემბერს გაიღება. მაღალი მობილობის გათვალისწინებით, რისკები მაღალია, რის გამოც სასწავლო დაწესებულებებისთვის სპეციალური რეგულაციებია შემუშავებული. მათ შორისაა სწავლების შერეული მოდელი, თუმცა დისტანციური გაკვეთილებისთვის დღეების რაოდენობა ლიმიტირებულია, მეოთხე კლასის ჩათვლით კი სწავლის პროცესი მხოლოდ კლასებში უნდა წარიმართოს.
უსაფრთხოების წესების შესრულების გასაკონტროლებლად ხვალიდან საჯარო სკოლების მონიტორინგი იწყება. ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ის სკოლები დგანან, სადაც მოსწავლეთა დიდი ნაკადებია.
გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, როგორ ერგებიან სკოლები ახალ რეალობას და არიან თუ არა სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეთა მისაღებად მზად.