ახალი სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ

ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

შეზღუდვების დაწესებას შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კანადაც შეუერთდნენ. ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაწესებული ახალი შეზღუდვები მათი აქტივების გაყინვასა და ვიზების გაცემის აკრძალვასაც გაითვალისწინებს. ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში ბელარუსის თავდაცვის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოხვდნენ. ამერიკული სანქციების სამიზნე კი პრეზიდენტ ლუკაშენკოს პრესმდივანი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელია.