ცვლილებები რეგიონებში.
პრემიერმა დღეს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი – ოთხ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული პოლიტიკის სამსახურს კი შშს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. რეგიონების ნაწილში გუბერნატორების პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულებმა მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით პარლამენტში გადაინაცვლეს.