ოპოზიციის დიდი ნაწილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს. მათი შეფასებით, ცვლილებათა პაკეტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ებრძვის. მმართველ პარტიაში კი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომლის ნაცვლად, ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება.