ახალი საფინანსო რეგულაციები

საფინანსო ბაზარზე თვეების წინ დაანონსებული რეგულაციები ძალაში შედის. 1-ლი სექტემბრიდან ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 50-იპროცენტი იქნება, – ანუ მოქმედ მაქსიმალურ ზღვართან  შედარებით ორჯერ ნაკლები. ცვლილება, ძირითადად, შედარებით მცირე სესხებს შეეხება, სადაც საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალი იყო.

ასევე, წესდება ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი ვადაგადაცილებულ სესხებზე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეცვლილი პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ სესხების კომპანიების მუშაობას შეზღუდავს.