ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და მუნიციპალიტეტს გადაეცა.
დაწესებულება 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, უკვე დასრულდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მშენებლობა, რომლის კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს.
ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობაც. მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან ექვს მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა და აღნიშნული პროექტების მშენებლობის პირობა მოსახლეობას მისცა.