ცესკო-მ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში, დღეს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა არჩევნების იმიტაცია დადგენილი პროცედურების სრული დაცვით.