საპარლამენტო არჩევნებმა „ნაციონალური მოძრაობის“ და ოთხი პარტიის გზები გადაკვეთა.
ერთ ბლოკად გაერთიანდნენ ყოფილი მმართველი პარტია, „რესპუბლიკელები“, „ევროპელი დემოკრატები“, პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული „სახელმწიფო ხალხისთვის“ და ახლად შექმნილი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“. ეს უკანასკნელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ 2012 წელს „ქართული ოცნების“ გუნდში გადასულმა და ახლა ისევ უკან დაბრუნებულმა მაჟორიტარმა, კახა ოქრიაშვილმა ცეზარ ჩოჩელთან ერთად შექმნა. 2016 წლისგან გასხვავებით, ამჯერად საპარლამენტო მანდატებისთვის ბლოკის ფორმატში იბრძოლებს „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე ოპონენტი იყო, უკვე დღეს კი ისინი მოკავშირეები არიან. სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა აერთიანებთ არცთუ შორეულ წარსულში სხვადასხვა მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან.