გიორგი ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უხელმძღვანელებს. ის ალექსანდრე თავაძეს შეცვლის.
ახალი რექტორი დღეს განათლების მინისტრმა წარადგინა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სამართლის ფილოსოფოსი გიორგი ხუბუა ბოლო წლებში გერმანიასა და შვეიცარიაში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას. წინა ხელისუფლების დროს, 2006-10 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია ეკავა. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაფუძნებულმა და დაფინანსებულმა უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი ოთხი წლის წინ მიიღო, მომავალში უმაღლეს სასწავლებელში ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება იგეგმება.