მომავალი წლიდან ვაჭრობის სფეროში ახალი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს.
მიზანი მომხმარებელთა უფლებების და საგარანტიო პირობების დაცვაა. ახალი წესები როგორც მაღაზიებზე, ასევე ონლაინ-ვაჭრობაზე გავრცელდება. ნებისმიერი კომპანია ვალდებულება იქნება, მის შესახებ მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, იგულისხმება საიდენტიფიკაციო მონაცემების განთავსებაც, რაც კომპანიის საჯარო რეესტრში გადამოწმების შესაძლებლობას შექმნის.
კანონის აღსრულებას ზედამხედველობას კონკურენციის სააგენტო გაუწევს. გათვალისწინებულია ფინანსური სანქციები.