ახალი რეგულაციები მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის ეფექტიანი კონტროლისთვის
მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის ეფექტიანი კონტროლისთვის ახალი რეგულაციები შემუშავდება – აღნიშნული დავალება შესაბამის სამსახურებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ მისცა. მერის განცხადებით, საჭიროა, არსებობდეს მოდელი და სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მოხდება უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით.
მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარ შემთხვევაზე მერმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.