ახალი რეგულაცია ტექდათვალიერების ცენტრებისთვის.
ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, აკრედიტაციის მისაღებად ცენტრებს შემოწმების თითო ხაზზე ასი ათას ლარიანი საბანკო გარანტია დასჭირდებათ. თავად აკრედიტაცია კი 50 ათასი ლარი ეღირება.
ცენტრებს, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი ლიცენზია, დამატებით მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებათ. შესაბამისი პროცედურების გავლის დრო დღეს ამოიწურა, თუმცა, ის კიდევ 5 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
როგორ შეხვდნენ სერვისის მიმწოდებლები სიახლეს, ნახეთ მარიამ აფციაურის სიუჟეტში.