შექმნილია ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტი.
ეროვნული არქივის საცავებში დაცულ ხელნაწერებზე ქართველი კალიგრაფის რამდენიმეწლიანი მუშაობა ახალი უნიკალური პროექტის განხორციელების ინსპირაციად იქცა. შრიფტები „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული კალიგრაფიით შესრულებულ ისტორიულ ხელნაწერებს ეფუძნება.
ახალი ქართული შრიფტების შექმნის იდეა მერაბ კოსტავას ხელნაწერებზე მუშაობისას გაჩნდა. სამივე მათგანის ავტორი კალიგრაფი, დავით მაისურაძეა. მომხმარებელს უკვე შეუძლია ახალი შრიფტი გადმოწეროს და ტექსტის ამკრეფ პროგრამებში სხვა შრიფტების მსგავსად გამოიყენოს.