ახალი ქართული ფილმი - „მეხდაკრული“

“მეხდაკრული” – ეს ახალი, ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის გადაღებებიც შემოქმედებითმა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

“მეხდაკრული” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. კინოსურათი, ახალგაზრდა რეჟისორმა, გიორგი ქობალიამ გადაიღო. ფილმი მარტოხელა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელსაც მოულოდნელად სიკვდილის ფობია უჩნდება. ავტორმა თავს გადახდენილი რამდენიმე ისტორია გააერთიანა და ერთ ამბად აქცია.

ახალი ქართული ფილმის შესახებ თათიაა კუჭუხიძე მოგვითხრობს.