ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის წარმატება.
გიორგი სიხარულიძის ფილმი „სანდენსის“ კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ორი წლის წინ საქართველოში გადაღებული სიურრეალისტური ფილმი „მამული“ ბელადის ფენომენზე მოგვითხრობს.
ფილმი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე 2019 წლის იანვრის ბოლოს გაემგზავრება.