ეკრანებზე მალე კიდევ ერთი ქართული ანიმაციური ფილმი გამოვა. ანიმატორი და რეჟისორი დათო კიკნაველიძე ამჯერად ილია ჭავჭავაძის განდეგილის 2D ანიმაციაზე მუშაობს.
ცნობილი პოემის ეკრანიზაცია პროექტის მხოლოდ დასაწყისია, მომავალში ავტორები მულტიპლიკაციური ფილმების შექმნას სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებების მიხედვითაც აპირებენ.
განდეგილის პრემიერა წლის ბოლოსთვის ერთ-ერთ საერთაშორისო ფესტივალზეა დაგეგმილი. ანიმაციური პროექტი ეროვნული კინოცენტრის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქცია იქნება.