ახალი პროფსასწავლებელი იმერეთში

ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა.

კოლეჯის განახლებულ აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე სტუდენტი სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე დაეუფლება. კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.