15 და 16 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
„ლუშნუ“- ასე ჰქვია შემეცნებით-სათავგადასავლო ჟანრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ეთნო სპექტაკლს, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სცენარი დოკუმენტური მასალების მიხედვითაა შექმნილი და მოგვითხრობს სვანურ ტრადიციებზე, ადათ-წესებზე, საუკუნოვან სახალხო დღესასწაულებზე, მითებზე, სამონადირეო ამბებზე, სვანურ ჩაცმულობაზე და სხვა საინტერესო თემებზე.