საქართველოს სამთო კურორტებზე ახალი ფესტივალი ჩატარდება.
გასართობი სივრცეები, მეწარმეთა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა, პერფორმანსები, თამაშები, მუსიკალური პროგრამა: „გიზგიზი“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელსაც ტურისტების მოსაზიდად ოთხი კურორტი უმასპინძლებს. სამდღიანი პროგრამა მრავალფეროვანი იქნება და ის ზამთრის გასართობი სოფლების მოწყობას, მთის თემატიკაზე სხვადასხვა ღონისძიებას და სხვადასხვა გასართობ აქტივობას მოიცავს.