არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიდერებისგან მილოცვებს იღებს და პარალელურად, კონსულტაციებს მართავს ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად. ცნობილია, რომ ახალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე განთავსდება და, სავარაუდოდ, მას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.
ინაუგურაციის ცერემონიალთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, არჩეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტ მარგველაშვილს ორშაბათს 3 დეკემბერს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს – სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად 16 დეკემბერს მიიღებს. ფიცის დადების მომენტიდან კი ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, რომლიც ქვეყნის მეთაურს ფუნქციებს ახლებურად განუსაზღვრავს.
ქვეყნის მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 56. 23%-იანი აქტივობით მოსახლეობამ პირდაპირი წესით, ბოლოჯერ აირჩია. ახალი კონსტიტუციით, კი ქვეყნის მეექვსე მეთაურს 2023 წლიდან საარჩევნო კოლეგია არაპირდაპირი წესით აირჩევს.