ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ლაშა ჟვანია ადასტურებს, რომ არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისაგან, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე შეთავაზება სწორედ მისგან მიიღო, თუმცა, დამატებით დეტალებზე საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი, ჯერჯერობით არ საუბრობს. თავად სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინაუგურაციას, კანონის შესაბამისად ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.