ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებას პოზიტიურად აფასებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში მოძრაობა „ლელოსთან“ აქტიურად თანამშრომლობენ და მომავალშიც ითანამშრომლებენ, განსაკუთრებით არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ მიესალმებიან ყველა ძალას, რომელიც დასავლური ღირებულებების გამტარებელი იქნება. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდშიც.