ახალი პოლიტიკური გაერთიანება

ახალი გაერთიანება ოპოზიციურ სპექტრში.

ამჯერად „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“ და „შენების მოძრაობის“ გზები გადაიკვეთა. ხაზარაძე-ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის და მამუკა კაციტაძის გაერთიანებები დღეიდან საკონსულტაციო ფორმატში იწყებენ თანამშრომლობას. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მომავალში პოლიტიკური პარტნიორები გახდნენ. ხელისუფლების შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე და ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებისთვის მზადყოფნა, – ასეთია ახლადშექმნილი პლატფორმის მიზანი.

ლიდერები ამბობენ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის მიზნით კონსულტაციებს სხვა პირებთანაც აწარმოებენ.