ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პარტია შეემატა. „პატრიოტთა ალიანსის“ იმ წარმომადგენლებმა, რომელებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, დღეს „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს. ყრილობაზე პარტიის წევრებმა მთავარ პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და თქვეს, რომ პარლამენტში მმართველ გუნდს მწვავე ოპონირებას გაუწევენ.
ახალი პარტიის შექმნას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამით პარლამენტში არაფერი შეიცვლება და საკანონმდებლო ორგანო კვლავ ერთპარტიული იქნება. მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ.
თამარ წიკლაური დეტალებით.