გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი შეხვდა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს. გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკოსებმა უკვე გასცეს ყველა შესაძლო დაპირება და ახლა აუცილებელია მუშაობა მათ შესრულებაზე.