სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ხუთი ახალი ნავი გადასცა. თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას მინისტრი თეა წულუკიანი, ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტსმენები დაესწრნენ. ფედერაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის ოლიმპიური კლასის ნავები, რომლებიც სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინეს, აქამდე არ ჰქონიათ.