განხეთქილებაა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში.
ახალი მუფთის, ადამ შანთაძის არჩევის შემდეგ სამუფთო პროტესტის ნიშნად ოთხმა თანამშრომელმა დატოვა. მუფთის მრჩეველმა თემურ გორგაძემ პრესსამსახურის უფროსმა ოთარ ნადირაძემ, სამუფთოს გამომცემლობის ხელმძღვანელმა გელა გოგიტიძემ, განათლებისა და ფეტვის განყოფილების უფროსმა რეზო მიქელაძემ. მუფთის უკვე ყოფილმა მრჩეველმა და განათლების განყოფილების ყოფილმა უფროსმა რეზო მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ადამ შანთაძე დანიშნულია სუს-ის მიერ და ის ვერ გამოხატავს მუსლიმთა ინტერესებს. სწორედ ამან განაპირობა მათი პროტესტი. ბრალდებას უარყოფს როგორც ყოფილი, ასევე ახალარჩეული მუფთი.
დღეს ადამ შანთაძე საქართველოს მუფთად მუსლიმთა საბჭოს 19 წევრიდან, 12-ის მხარდაჭერით აირჩიეს.